ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელი, მოიზე კინი კარიერას მადრიდის ატლეტიკოში გააგრძელებს. იტალიელი თავდამსხმელი "როხიბლანკოს" შეუერთდება იჯარით, "ბებერი ქალბატონი" კი თავისი მოთამაშის სანაცვლოდ მიიღებს 400 000 ევროს, პლიუს ბონუსებს. კონტრაქტი არ ითვალისწინებს გამოსყიდვის პუნქტს.
"ბიანკონერის" შემტევით აგრეთვე ინტერესდებოდა ლევერკუზენის ბაიერიც, თუმცა "ინდიელებმა" უფრო ოპერატიულად იმოქმედეს. 23-წლის ფორვარდის ტრანსფერი უახლოეს საათებში გაოფიციალურდება. შეგახსენებთ, კინი არის იუვეს აკადემიის აღზრდილი, მაგრამ მთავარ გუნდში დამკვიდრება მან ვერ მოახერხა.
მოიზე ტურინში გამოჩნდა 2016 წელს და იმის შემდეგ მან მოასწრო 114 შეხვედრის ჩატარება და 22 გოლის გატანა. იტალიელი თავდამსხმელი სხვადასხვა დროს აგრეთვე თამაშობდა პარი სენ-ჟერმენში, ევერტონსა და ვერონაში. რაც შეეხება სანაკრებო კარიერას: 15 მატჩი და 4 ბურთი, ასეთია იტალიელის მონაგარი.