იუვენტუსი პოგბას გუნდიდან უშვებს — სად გააგრძელებს კარიერას ფრანგი?

შემცირებული დისკვალიფიკაციის მიუხედავად, ტურინულ კლუბს 31 წლის ფრანგი ფეხბურთელის შენარჩუნება არ სურს და მას კონტრაქტს უახლოეს დღეებში ოფიციალურად გაუწყვიტავს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლ პოგბა, დიდი ალბათობით, ევროპასაც დატოვებს და კარიერას MLS-ში გააგრძელებს — ფეხბურთელი მოლაპარაკებებს მაშინვე დაიწყებს, როდესაც თავისუფალი აგენტი გახდება.
შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა ტურინის იუვენტუსის ღირსებას 2012-16 წლებში იცავდა, შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედში გადავიდა და 2022 წელს კვლავ ბიანკონერიში დაბრუნდა. იუვენტუსის მაისურით ჩატარებულ 190 მატჩში მის ანგარიშზე 34 გოლი და 41 ასისტია.








