სერია ა-ში ამ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გუნდი ეუსებიო დი ფრანჩესკოს ფროზინონეა - "ჯალაძურის" რიგებში ბევრი გამორჩეული ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშობს, მათ შორის არიან: სოულე, ბარენეჩეა, იბრაჰიმოვიჩი, კაიო ჟორჟე, რეინიერი და ასევე მარკო ბრეშანინინიც, რომელიც ნახევარდაცვის ლიდერად ჩამოყალიბდა. 24 წლის იტალიელი მილანის აღზრდილია და ფროზინონეში 2023 წლის ზაფხულში გადაბარგდა. "როსონერი" ფეხბურთელის უფლებების 50%-ს ფლობს, შესაბამისად, მარკოს მომდევნო ტრანსფერიდან მილანი თანხის ნახევარს მიიღებს.
იუვენტუსი, ლაციო და ატალანტა, ყველა საქმეშია. სამივე გუნდი ფეხბურთელის აგენტს უკვე დაუკავშირდა და როგორც ჩანს, ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ სეზონის ბოლოს ბრეშანინი ფროზინონეს დატოვებს. ფეხბურთელის სატრანსფერი ფასი ამ მომენტისთვის €10-15 მილიონია, თუმცა არის შანსი, ზაფხულში "ჯალაძურიმ" ბევრად მეტი მოითხოვოს.
ბრეშანინის ანგარიშზე ამ სეზონში 3 გატანილი გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.