მიუნხენის ბაიერნში გადაწყვეტილება მიიღეს - მას შემდეგ რაც ჩაბი ალონსომ ლევერკუზენში დარჩენა გადაწყვიტა, გუნდი იულიან ნაგელსმანის დაბრუნებაზე მუშაობას შეუდგა! მაქს ერბელი და კრისტოფ ფროინდი ამ გარიგებაზე უკვე რამდენიმე კვირაა მუშაობენ. მიუნხენური კლუბი ნაგელსმანს 3 ან 4-წლიან კონტრაქტს სთავაზობს. 36 წლის გერმანელს მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ნაგელსმანის აგენტებთან მოლაპარაკებებს კვლავ აგრძელებს, შესაბამისად, იულიანს ამ მომენტისთვის მაგიდაზე ორი შეთავაზება უდევს: გერმანიის ნარკებში დარჩენა ან ბაიერნში დაბრუნება.
ბაიერნი სხვა კანდიდატურებსაც განიხილავს, კერძოდ სიაში რობერტო დე ძერბი და უნაი ემერიც არიან, თუმცა "რეკორდმაისტერში" სჯერათ, რომ გუნდში ნაგელსმანი დაბრუნდება.