ფორმულა 1-ის 2024 წლის სეზონის მე-7 გრან პრი იტალიაში, იმოლას ავტოდრომზე გაიმართა, რომლის გამარჯვებული მოქმედი ჩემპიონი, მაქს ვერსტაპენი გახდა.
მეორე ადგილი მაკლარენის ბრიტანელმა მრბოლელმა, ლანდო ნორისმა დაიკავა, რომელიც ვერსტაპენს მხოლოდ 0,7 წამით ჩამორჩა. მესამე პოზიციაზე კი ფერარის პილოტი, შარლ ლეკლერი გავიდა.
იტალიის გრან პრის ტოპ 10:
აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, მაქს ვერტაპენს მიმდინარე სეზონში 161 ქულა აქვს და ერთპიროვნულად ლიდერობს. მეორე ადგილს 113 ქულით შარლ ლეკლერი იკავებს, ხოლო მე-3 პოზიციაზე 107 ქულით სერხიო პერესი იმყოფება.
ფორმულა 1-ის 2024 წლის სეზონის მე-8 გრან პრი 26 მაისს მონაკოში გაიმართება.