იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში ნაპოლი საკუთარ მოედანზე ფროსინონეს დაუპირისპირდა და ფრედ, 2:2 ითამაშა.
მატჩის გამორჩეული მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელიც ფლანგზე აქტიურობდა და საგოლე გადაცემაც გააკეთა.
აღნიშნულ შეხვედრაში კვარაცხელიამ 5 წარმატებული დრიბლინგი გააკეთა.
უნდა აღნინიშნოს, რომ კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში უკვე 157 დრიბლინგი აქვს შესრულებული, რაც იტალიის ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია.
ევროპის ტოპ ჩემპიონატებში კი ამ კომპონენტში კვარაცხელია მე-5 ადგილს იკავებს და მხოლოდ დოკუს (მან.სიტი), ვინისიუსს (რეალი), მუსიალასა (ბაიერნი) და სანეს (ბაიერნი) ჩამორჩება.