2026 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა პსჟ-სთვის ისტორიული გამოდგა. თუ ყოველ წელს პარიზელები ფეხბურთელებს კოლოსალურ თანხად ყიდულობდნენ, წელს მათ ტრანსფერებიდან საკმაო ოდენობის თანხა მიიღეს.
ზაფხულის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი ბრედლი ბარკოლა იყო. ფრანგი შემტევი ლივერპულში 145 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.
ისე კი, პსჟ-მ ამ ზაფხულს ტრანსფერებიდან თანხა 6 ფეხბურელის გაყიდვით მიიღო. ჯამში პარიზელებმა 400 მილიონ ევროზე მეტი გამოიმუშავეს.
| ფეხბურთელი | ახალი კლუბი | სატრანსფერო თანხა |
| ბრედლი ბარკოლა | ლივერპული | 145 მლნ. ევრო |
| გონსალო რამოში | მილანი | 79 მლნ. ევრო |
| იბრაჰიმ მბაიე | ასტონ ვილა | 55 მლნ. ევრო |
| რანდალ კოლო მუანი | იუვენტუსი | 50 მლნ. ევრო |
| კანგ-ინ ლი | ატლეტიკო | 40 მლნ. ევრო |
| ნოჰამ კამარა | ლიონი | 4.1 მლნ. ევრო + 2 მლნ ბონუსი |












