ოფიციალურად: ფერნანდო ალონსომ კარიერის დასრულება კიდევ ერთხელ გადადო და ფორმულა 1-ში მომდევნო სეზონშიც იასპარეზებს.
ამის შესახებ განცხადება ასტონ მარტინის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა, სადაც ესპანელმა ლეგენდამ დაადასტურა, რომ კარიერას ჯერ არ ასრულებს.
ამრიგად, 45 წლის მრბოლელი ფორმულა 1-ში ასპარეზობას კვლავ გააგრძელებს და გულშემატკივრებს მისი ხილვის შესაძლებლობა მომდევნო წელსაც ექნებათ.
A message from Fernando. pic.twitter.com/4qbPIoQRCe
— Aston Martin Aramco F1 Team (@AstonMartinF1) September 29, 2026














