16 ნოემბერს, მსუბუქი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა - ისლამ მახაჩევმა, ქვესაშუალოს ქამრის მოპოვება, ჯეკ დელა მადალენას წინააღმდეგ შთამბეჭდავი გამარჯვებით შეძლო. როგორც დაღესტნელმა აღნიშნა, ორი დივიზიონის ჩემპიონობა მისი მთავარი ოცნება გახლდათ. გულშემატკივრებში, ისლამის "GOAT'-ის წოდებაზე მსჯელობა უკვე დიდი ხანია დაიწყო, ზემოხსენებულ საკითხს კი მისი უკანასკნელი გამარჯვება მეტად დამაჯერებელს ხდის.
ამ თემასთან დაკავშირებით, UFC-ის პრეზიდენტმა - დანა უაითმა საკუთარი აზრი დააფიქსირა.
"მახაჩევისა და მადალენას ბრძოლა ძალზედ სანახაობრივი არ ყოფილა, თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ სრული დომინირება ვიხილეთ. ისლამ მახაჩევი ყველა დროის საუკეთესოს სტატუსს უახლოვდება."
Dana White says Islam Makhachev "is headed towards GOAT talk" after his historic #UFC322 title win over JDM. 🐐 pic.twitter.com/7Qh2HaJgyF
— MMA Junkie (@MMAJunkie) November 16, 2025



















