იტალიის ქალაქ პიზაში მიმდინარე 2024 წლის მსოფლიო თასის გათამაშება საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა წარმატებით დაიწყო.
ასპარეზობის პირველივე დღეს, რაპირით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა ნახევარფინალში ბელორუსი მოწინააღმდეგე ალესია ილმინსკაია 15:7 დაამარცხა, ფინალურ შეხვედრაში კი უკრაინელ ნადია დოლოჰს 15:13 მოუგო და ოქროს მედალს დაეუფლა.



















