3 მედალი მოიპოვეს ქართველმა ეტლით მოფარიკავეებმა ბრაზილიის ქალაქ სან-პაოლოში მიმდინარე 2025 მსოფლიო თასზე გათამაშებაზე.
შეჯიბრის პირველ დღეს პირველი ოქროს მედალი ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში, (B კატეგორია) მოიპოვა.
ხმლით ფარიკაობაში (A კატეგორია) ქართული ფინალი შედგა. ნინა თიბილაშვილმა გვანცა ზადიშვილს 15:8 მოუგო და ოქროს მედალი მოიპოვა, შესაბამისად, გვანცა ზადიშვილი ვერცხლის პრიზიორი გახდა.
22 თებერვალს ჩვენი პარამოფარიკავეები სან-პაოლოს მსოფლიო თასზე რაპირით ფარიკაობაში იასპარეზებენ.
ნინო თიბილაშვილი: დაჯილდოებაზე ყოველთვის ცრემლიანი თვალებით დამინახავთ ...



















