ირმა ხეცურიანი (B კატეგორია) პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს. ქართველმა ეტლით მოფარიკავემ მეოთხედფინალში პოლონელი იადვიგა პასეკი 15:9 დაამარცხა და ხმლით ასპარეზობის ნახევარფინალში ჩინელ ხიარო რონგს დაუპირისპირდება.
ქართველმა პარიზის პარალიმპიური თამაშების საწყის შეხვედრაში ენესუელელ ფრანსია ხაიმეს როხასს ანგარიშით 15:2 სძლია.
ირმა ხეცურიანი ეტლით ფარიკაობაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს თასის 21-გზის გამარჯვებულია.
პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ამ დროისთვის ორი მედალი აქვს. ჩემპიონი პარაბირთვის კვრაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ბრინჯაოს მედალი კი 19 წლის პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ მოიპოვა.



















