ხვალ გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის.
მატჩის წინ, საქართველოს ნაკრების თავკაცს ვილი სანიოლს ხვიჩა კვარაცხელიაზე ჰკითხეს.
"რაც შეეხება კვარაცხელიას, პსჟ-ს პირადად ვესაუბრე, მან ბოლო 2 შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღო, რაც გამართლებული იყო. მისი საბოლოო ჯამში, მისი მომზადებითაც კმაყოფილი ვარ.
იქნება თუ არა კვარა ძირითადში? - თანამედროვე ფეხბურთში ტრავმების სენია. ზოგადად, შემადგენლობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ექიმების დასტურის შემდეგ ვიღებთ", - განაცხადა სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ პსჟ-ს წინა მატჩები ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა ნაკრებთან ერთადაა და სრულფასოვნად ვარჯიშობს.






![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)





