მას შემდეგ რაც ინტერმა მე-20 სკუდეტო მოიგო და მეორე ვარსკვლავი გაიფორმა, უფროსობამ მომდევნო სეზონზე ფიქრი უკვე დაიწყო. ცნობილია რომელი ფეხბურთელები აღარ შედიან სიმონე ინძაგის გეგმებში და ვინ დატოვებს სეზონის ბოლოს "ნერაძურის":
ალექსის სანჩესი;
ხუან კუადრადო;
სტეფანო სენსი;
დევი კლაასენი;
ემილ აუდერო (იჯარა სრულდება);
ეს ფეხბურთელები ინტერს უფასოდ დატოვებენ. კლუბი მათთან ახალ კონტრაქტებზე არ მუშაობს.
რაც შეეხება მარკო არნაუტოვიჩსა და დენზელ დუმფრისს, ორივე მათგანი ტრანსფერზეა დაყენებული და კარგი შემოთავაზების სანაცვლოდ, ინტერი ორივე ფეხბურთელს შეელევა.
გაყიდვების გარდა, მაროტამ უკვე დახურა ორი ახალი ტრანსფერი: მეჰდრი ტარემი და პიოტრ ჟელინსკი ინტერს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეურთდებიან. ორივე ფეხბურთელმა კლუბთან ყველა დეტალი მოაგვარა.