სერია ა-ს 31-ე ტურის ფარგლებში მილანის ინტერი ესტუმრა უდინეზეს, რომელიც ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
ანგარიში "ბიანკონერის", ფეხბურთელმა, ლაზარ სამარჯიჩმა გახსნა, ცნობისთვის, წარსულში "ნერაძური" ძალიან ახლოს იყო მის გადმობირებასთან.
წონასწორობა აღადგინა ჰაკან ჩალჰანოღლუმ, ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ, გამარჯვების მომტანი გოლი კი გაიტანა დავიდე ფრატეზიმ, 95-ე წუთზე.
"შავ-ლურჯები" აგროვებენ 82 ქულას და სკუდეტოს მოგებისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს დგამენ. სერია ა-ს ლიდერის უახლოესი მდევარი არის მილანი, რომელთანაც სხვაობა 14 ქულას შეადგენს.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთში მიმდინარე ATP 250-ის ჩენგდუს ტურნირზე შესანიშნავი ასპარეზობა განაგრძო და მეოთხედფინალში ამერიკელი ჯენსონ ბრუკსბი დაამარცხა. ქართველმა ჩოგბურთელმა შეხვედრა ორ სეტში — 6:4, 7:6(4) მოიგო და ნახევარფინალის საგზური მოოიპოვა. ბასილაშვილმა ტურნირზე ასპარეზობ…
თბილისში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პარაძიუდოში დღეს საქართველოს ოქროს მედალი ლევან გუგავამ (J2, 81 კგ.) მოუტანა. ქართველმა ფინალურ შეხვედრაში ყაზახი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა. დღესვე რევაზ ჩიკოიძე (J2, +95 კგ.)ვეცხლის მედალი მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონატზე…
დღეს ბირმინგემში, ლაშა გურულმა პროფესიონალურ კრივში მორიგი გამარჯვება იზეიმა. ქართველმა რვარაუნდიან მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლაში მსაჯთა გადაწყვეტილებით, ინგლისელი ჰიუი უილსონი დაამარცხა. ლაშა გურულს პროფესიონალურ დონეზე 5 ორთაბრძოლა აქვს გამართული და ხუთივე ქართველის გამარჯვებით დ…
რეალ მადრიდის ოფიციალურ განცხადებაში, როგორც ვკითხულობთ, კილიან მბაპეს მარცხენა მუხლის უკანა კაფსულის ჰიპერექსტენზია დაუდგინდა. დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, იყო საშიშროება, რომ ფრანგ ფორვარდს 1 თვემდე გაეცდინა, თუმცა ახლა დადასტურდა, რომ დაზიანება მძიმე არ არის და 27 წლის…
ყოველი თვის ბოლოს, LaGazzetta X Goal.ge ეროვნული ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს, თვის საუკეთესო გოლს კი გულშემატკივარი გამოკითხვის შედეგად ავლენს. ჩვენი ვერსიით, ეროვნული ლიგის სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დინამო თბილისის შემტევი ნიკა ნინუა დასახელდა. 27 წლის…
ვილი სანიოლის საქართველოს ნაკრებიდან წასვლას ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ჟორჟ მიქაუტაძე ეხმაურება და სანიოლსა და ადელ შადლის ემშვიდობება. "მადლობა ნდობისთვის, ყველაფრისთვის, რაც ჩვენთან ერთად გაიარეთ და იმ მომენტებისთვის, რომლებიც ერთად განვიცადეთ. გამარჯვებები, ბრძოლები, უდიდ…
საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს. სვანაძე მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრანგ ვილი სანიოლს შეცვლის. სანიოლი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში ეროვნულმა გუნდმა 57 მატჩი ჩაატ…