ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაში მილანის ინტერმა როტერდამის ფეიენოორდი სტუმრად ანგარიშით 2:0 დაამარცხა. სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონის მხრიდან ბურთები ლაუტარო მარტინესმა და მარკუს ტურამმა გაიტანეს. "ნერაძური" ახლოს იყო მე-3 გოლის გატანასთანაც, მაგრამ პიოტრ ჟელინსკიმ 11-მეტრიანი გააფუჭა.
განმეორებითი შეხვედრა 13 მარტს გაიმართება. შეგახსენებთ იმასაც, რომ აღნიშნულ წყვილში გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მიუნხენიდ ბაიერნი - ლევერკუზენის ბაიერს შორის ერთ-ერთს დაუპირისპირდება.