სერია ა-ს მეექვსე ტურში მილანის ინტერმა საკუთარ კედლებში მიიღო პარმა, რომელიც ანგარიშით 3:0 გაანადგურა. სამივე გოლი მასპინძელმა "ნერაძურიმ" შეხვედრის პირველივე ნახევარში შეაგდო. სკუდეტოს მოქმედი მფლობელი 16 ქულით რჩება პირველ პოზიციაზეა, ამ დროისთვის მთავარი კონკურენტები, რომა და ლაციო თავიანთ თამაშებს ხვალ ჩაატარებენ.
ინტერი 3:0 პარმა
გოლები: 1:0 პეტარ სუჩიჩი, 2:0 ჰაკან ჩალჰანოღლუ 18', 3:0 მარკუს ტურამი 31'.











