სერია ა-ს 22-ე ტურში მილანის ინტერი ესტუმრა ლეჩეს, რომელიც ანგარიშით 4:0 გაანადგურა. სტუმრების მხრიდან გოლები გაიტანეს დავიდე ფრატეზიმ, ლაუტარო მარტინესმა, დენზელ დუმფრისმა და მეჰდი ტარემიმ. აღსანიშნავია, რომ პორტუს ყოფილმა ფორვარდმა იტალიის ჩემპიონატში სადებიუტო ბურთი გაიტანა.
"ნერაძური" აგროვებს 50 ქულას და ლიდერ ნაპოლის კვლავ სამი ქულით ჩამორჩება. აღსანიშნავია ისიც, რომ მოქმედ ჩემპიონს ერთი შეხვედრა აქვს თადარიგში, ფლორენციის ფიორენტინასთან.