სერია ა-ს 29-ე ტურში ინტერი ატალანტას ესტუმრა და ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა. 54-ე წუთზე, ჰაქან ჩალჰანოღლუს ასისტით, კარლოს აუგუსტომ "ნერაძური" დააწინაურა, მატჩის მიწურულს კი, ნიკოლო ბარელას პასით, ლაუტარო მარტინესმაც (87') გაიტანა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა: 2-0.
ბერგამოში მოგებით სიმონე ინძაგის გუნდმა 64 ქულა დააგროვა და ნაპოლის უკვე 3 ქულით უსწრებს. ინტერი ამ ტურამდეც პირველ ადგილზე იყო, მაგრამ ახლა ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა, რადგან უახლოესმა მდევარმა ნაპოლიმ კვირას ვენეციას ვერ მოუგო. ინტერს მომდევნო მატჩი 30 მარტს, ჯუზეპე მეაცაზე, უდინეზესთან ელის.
ატალანტა 0-2 ინტერი
გოლები: 0:1 კარლოს აუგუსტო 54', 0:2 ლაუტარო მარტინესი 87'.