სერია ა-ს მე-19 ტურში მილანის ინტერმა საკუთარ კედლებში მიიღო ბოლონია, რომელთანაც ითამაშა ფრე, 2:2. ანგარიში სანტიაგო კასტროს გოლით გახსნეს სტუმრებმა, მაგრამ შემდეგ, "ნერაძური" დენზელ დუმფრისისა და ლაუტარო მარტინესის გატანილი ბურთებით წინ გავიდა. მასპინძლებს ზეიმი არ აცალა ემილ ჰოლლმა, რომელმაც მეორე ნახევარში ანგარიში გაათანაბრა.
სიმონე ინძაგის გუნდი აგროვებს 44 ქულას და მეორე ადგილზე იმყოფება. ლიდერ ნაპოლისთან ჩამორჩენა შეადგენს 3 ქულას, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ ინტერს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.