აღნიშნულ ტურნირზე ერთმანეთს ინტერი, ბაიერნი, დორტმუნდი და იუვენტუსი დაუპირისპირდებიან — თამაშები მინი სტადიონზე ჩატარდება და თითოეულ გუნდში 5 ფეხბურთელი ითამაშებს.
ტურნირზე მონაწილე გუნდები შემდეგი პრინციპით იქნებიან დაკომპლექტებულები: ლეგენდები, 23 წლამდე ფეხბურთელები და ახალგაზრდა ტალანტები როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა გუნდიდან.
ინტერის 23 წლამდე ფეხბურთელების კვოტაში კი დაჩი ცალუღელაშვილი და ნიკოლ ნატიშვილი მოხვდნენ. ლეგენდებიდან კი ხავიერ ძანეტი, ესტებან კამბიასო, გეორგიოს კარაგუნისი და ნერაძურის სხვა ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას.









