სერია ა-ს მე-11 ტურში მილანის ინტერმა მიიღო ვენეცია, რომელიც მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ლაუტარო მარტინესმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ "ფრთიანი ლომების" კარი აიღო ჰენრიხ მხითარიანმაც, მაგრამ მისი გოლი გაუქმდა. მატჩის 97-ე წუთზე წონასწორობის აღდგენის შანსი "ლაგუნარისაც" ჰქონდა.
მართალია, მარინ შვერკომ აიღო "ნერაძურის" კარი, თუმცა მოგვიანებით, მსაჯმა დააფიქსირა ხელით თამაში, რის შედეგადაც მისი გოლიც გაუქმდა. "შავებთან" მოგების შემდეგ, "გველები" აგროვებენ 24 ქულას და ლიდერ ნაპოლისთან ჩამორჩენას 1 ქულამდე ამცირებენ.