რომის ლაციოს ყოფილმა თავდამსხმელმა და სპორტულმა დირექტორმა, იგლი ტარემ საინტერესო განცხადება გააკეთა მილანის ინტერის მწვრთნელის, სიმონე ინძაგის შესახებ. ალბანელმა ექს-ფორვარდმა ინძაგი მანჩესტერ სიტის ტაქტიკოსს, ხოსეპ გვარდიოლას შეადარა. შეგახსენებთ, რომ მათი გზები ჩემპიონთა ლიგის წინა სეზონის ფინალში გადაიკვეთა.
"ჯერ კიდევ ფეხბურთელობის დროს, ინძაგიში რაღაც განსაკუთრებული იყო. იმავეს თქმა შემიძლია გვარდიოლაზეც და ზოგადად, ისინი საქმეში ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. სიმონეს გარეგნობამ არ მოგატყუოთ. ის ყოველთვის არის მხიარულ განწყობაზე, მაგრამ მის გულში სულ სხვა ემოციებია. არ არსებობს დეტალი, რომელსაც იტალიელი ტაქტიკოსი ყურადღებას არ აქცევდეს.
ინტერის მწვრთნელი გაღვიძებიდან დაძინებამდე ყველაფერზე მანიაკალურად კონცენტრირებული არის. ამის გარდა, მას ძალიან კარგად შეუძლია ურთიერთობის დალაგება, როგორც კლუბში, ისე ინდივიდუალურ მოთამაშეებთან", - განაცხადა "ბიანკოჩელესტეს" ექს-ფორვარდმა, 47 წლის ტაქტიკოსის შესახებ.