2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, ლიონელ მესის მიერ შესრულებული ჰეთ-თრიკი შემდეგ, ლეგენდარულმა ტიერი ანრიმ მასზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფეხბურთის ახალი ისტორია ჩვენს თვალწინ იწერება.
"სიმართლე გითხრათ, აღარ ვიცი, კიდევ რა დარჩა სათქმელი ლიონელ მესიზე. ყოველ ჯერზე, როცა გგონია, რომ მან მთის მწვერვალს მიაღწია, ის როგორღაც პოულობს სხვა მწვერვალს, რომელზეც მანამდე არავინ ასულა."
"ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ჰეთ-თრიკი შეასრულა. უბრალოდ წამით გაჩერდით და დაფიქრდით ამაზე. იმ ასაკში, როდესაც ფეხბურთელების უმეტესობა კარიერას ასრულებს, მწვრთნელობას იწყებს ან ტელესტუდიებში ჯდება, მესი კვლავ ხსნის რეკორდებს ფეხბურთის ყველაზე დიდ სცენაზე."
"და მხოლოდ ჰეთ-თრიკი არ არის ის, რაც მაოცებს. მას ახლა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საჯარიმოს გარედან გატანილი ყველაზე მეტი გოლი აქვს. ეს ყველაფერს ამბობს იმ ტექნიკის, ხედვისა და თავდაჯერებულობის დონეზე, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ.ეს არ არის შემთხვევითი გოლები, ეს გენიალურობის მომენტებია. ისეთი გოლები, როდესაც სტადიონზე ყველამ იცის, რის გაკეთებას აპირებს ის, მაგრამ მაინც ვერავინ აჩერებს."
"რაც ამ ყველაფერს კიდევ უფრო დაუჯერებელს ხდის, არის ის, რომ ეს მისი მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატია. ექვსი მსოფლიო ჩემპიონატი. სხვადასხვა თაობა, სხვადასხვა თანაგუნდელები, სხვადასხვა მეტოქეები, თუმცა, შედეგი ყოველ ჯერზე ერთია — ლიონელ მესი წყვეტს მატჩების ბედს. ხალხი ყოველთვის კითხულობს, რა ხდის გარკვეულ მოთამაშეებს განსაკუთრებულს. განსაკუთრებული მოთამაშეები ამსხვრევენ რეკორდებს, ლეგენდები კი ქმნიან რეკორდებს. მესი ორივეს ერთდროულად აკეთებს და ამავდროულად მთელი ერის მოლოდინს მხრებით ატარებს."
"მითამაშია ისტორიის უდიდესი ფეხბურთელების წინააღმდეგ, მიყურებია ისტორიის უდიდესი ფეხბურთელებისთვის, მაგრამ ის, რასაც მესი 38 წლის ასაკში აკეთებს, უბრალოდ ყოველგვარ აზრს მოკლებულია.ეს აღარ არის მხოლოდ ტალანტზე. ეს აღარ არის მხოლოდ ციფრებზე. ეს არის ფეხბურთის ისტორია, რომელიც პირდაპირ ჩვენს თვალწინ იწერება და თითოეული მატჩი ჰგავს კიდევ ერთ თავს ისეთი ისტორიიდან, რომლის არსებობაც არავის ეგონა შესაძლებელი" — ტიერი ანრი.











