პრემიერ ლიგის 32-ე ტურმა კიდევ ერთი სენსაცია შემოგვთავაზა. კრისტალ პალასთან ლივერპულის საკუთარ კედლებში მარცხის შემდეგ, მსგავსი სენსაცია შემოგვთავაზა ლონდონის არსენალმაც, რომელმაც შინ ბიმრინგემის ასტონ ვილასთან წააგო, ანგარიშით 0:2.
"მეთოფეები" და მერსისაიდელები 71-71 ქულით იყოფენ 2-3 ადგილებს, ერთპიროვნული ლიდერი კი მანჩესტერ სიტია, რომელმაც ლუთონ თაუნის დამარცხების შემდეგ, 73 ქულა მოაგროვა.
მიკელ არტეტას გუნდის შემდეგი მოწინააღმდეგე ვულვერჰემპტონი იქნება, შეხვედრა 20 აპრილს გაიმართება. იქამდე კი არსენალს ელის განმეორებითი მატჩი მიუნხენის ბაიერნთან, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში.