ჩეხეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში გაიმართა საინტერესო შეხვედრა სპარტა პრაღასა და პარდუბიცეს შორის, რომელიც სტუმართა სენსაციური გამარჯვებით დასრულდა.
პარდუბიცემ ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს ბრწყინვალე თამაში შესთავაზა და მეტოქე 2:4 დაამარცხა.
ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი პარდუბიცეს ქართველმა მეკარემ ლუკა ხარატიშვილმაც შეიტანა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და კარგი მატჩი ჩაატარა. მან 6.5 შეფასება მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ეს ხარატიშვილის სადებიუტო მატჩი იყო უშუალოდ ჩეხეთის ჩემპიონატში. აქამდე, ის მხოლოდ თასის მატჩებში თამაშობდა.
ხარატიშვილის პარდუბიცეს 17 ტურის შემდეგ 15 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა.








