Misfits Boxing-ის პრომოუტერმა, მამს ტეილორმა განაცხადა, რომ ის ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და უეინ რუნის ბრძოლაზე მუშაობს. აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა თავად ინგლისელმა პრომოუტერმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ის ყოფილ შვედ ფორვარდსა და მის აგენტს უკვე ესაუბრა.
"იბრაჰიმოვიჩს უკვე ვესაუბრე და მას ბრძოლა ნამდვილად შეუძლია. მის აგენტთან კი შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ორივე მათგანი Misfits-ის აქტიური მაყურებელია. რაც შეეხება რუნის, ის უკვე ესაუბრა ზლატანს და ჩემი აზრით, მათი ბრძოლის გამართვა უბრალოდ დროის საკითხია", - განაცხადა Misfits-ის პრომოუტერმა.
ცნობილი ფაქტია, რომ ყოფილი ინგლისელი თავდამსხმელი კრივის მოყვარულია და მის პრომოუშენში დებიუტზე ადრეც იწერებოდა. აქვე დავამატებთ, რომ ყოფილი შვედი ფორვარდი და უეინი ერთად თამაშობდნენ მანჩესტერ იუნაიტედში, ერთობლივი ძალებით კი მოგებული იქნა ევროპა ლიგა, ინგლისის ლიგის თასი და ინგლისის სუპერთასი.