მილანის ყოფილმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, ერთმანეთს პრემიერ ლიგა და სერია ა შეადარა. ლეგენდარული ფორვარდის აზრით, ინგლისის ჩემპიონატი კალჩოზე, მინიმუმ, რამდენიმე წლით წინ არის. ამის გარდა, შვედი ექს-გოლეადორი "როსონერის" კლუბის სტრუქტურაში მუშაობის საკითხსაც შეეხო.
"სერია ა ვერ ვითარდება და პრემიერ ლიგის დონემდე მისვლას ვერ ახერხებს. კალჩო ინგლისის ჩემპიონატს, მინიმუმ რამდენიმე წლით ჩამორჩება. რაც შეეხება ჩემს საქმიანობას, მინდა ისეთივე წარმატებული ხელმძღვანელი ვიყო, როგორიც მოთამაშე ვიყავი. ახალი გამოწვევისა და ცვლილებების საერთოდ არ მეშინია.
რაც შეეხება აგენტების გავლენას საფეხბურთო სამყაროში, ისინი გუნდებთან კავშირში მუდმივად იქნებიან. მე ვმუშაობდი მათ შორის საუკეთესოსთან - რაიოლასთან. ვიცი, თუ როგორ აზროვნებენ ისინი და რა ხდება, როდესაც გავლენა მათ ხელშია. უნდა იცოდე, ვინ არის შენი მეგობარი და ვინ - არა", - განაცხადა "შავ-წითლების" ექს-ფორვარდმა.