ევროპა ლიგის 2026/27 წლები სეზონის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, იბერიამ ლარნე დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა.
პირველი დაპირისპირება ჩრდილოეთ ირლანდიაში უგოლოდ დასრულდა, ხოლო თბილისში გამართულ განმეორებით მატჩში 74-ე წუთზე ვახო ბედოშვილმა გახსნა და იბერია დააწინაურა. ზუსტად 2 წუთში ჯეიმს სიმპსონმა გაათანაბრა და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა. 102-ე წუთზე, მეტოქის კარი ნიკა სიხარულაშვილმა აიღო და იბერია ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში გაიყვანა.
იბერია 2-1 ლარნე
გოლები: 1-0 ბედოშვილი (74'), 1-1 სიმპსონი (76'), 2-1 სიხარულაშვილი (102')
აღნიშნული გამარჯვებით, იბერია 2004 წლის შემდეგ პირველი ქართული კლუბია, რომელიც ევროტურნირზე ითამაშებს. იმ შემთხვევში, თუ საქართველოს ჩემპიონი ევროპა ლიგის პლეი-ოფში დამარცხდება, კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავა.





![[VIDEO] 9-2 ინგლისის ლეგენდების სასარგებლოდ — ჯონ ტერიმ იტალიას შანსი არ დაუტოვა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2Fbho2SnR3IdZWITCoaptF3PSfJ1ryNWtO.jpg&w=3840&q=75)






