ცოტა ხნის წინ დასრულდა ევროპა ლიგის ფლეი-ოფის შეხვედრა პოლონურ იაგელონიასა და თბილისის იბერიას შორის.
იბერიელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და რამდენიმე მომენტიც შექმნეს, თუმცა იყო უიღბლობა, რის შემდეგაც მეტოქემ თავისი მომენტები გამოიყენა.
34-ე წუთზე პოლონელებმა პენალტი გაიტანეს, ტაიმის მიწურულს კი სხვაობა ორამდე გაზარდეს და კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს.
უაგელონიამ მეორე ტაიმში კიდევ ორი გოლი გაიტანა, 4:0 გაიმარჯვა და ევროპა ლიგისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
განმეორებით მატჩი იბერიასა და იაგელონიას 27 აგვისტოს, თბილისში შედგება.











