ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს იბერია და ფლორა დაუპირისპირდნენ. მოგეხსენებათ, ამ გუნდების პირველი მატჩი ესტონეთში შედგა და თბილისელთა გამარჯვებით 2:3 დასრულდა.
განმეორებითი მატჩიც იბერიელთა უპირატესობით წარიმართა. თბილისში გამართული მატჩის პირველ ნახევარში იბერია წინ სიხარულიშვილის დუბლით გავიდა.
მეორე ნახევარში ფლორამ მოუმატა და მოკლე შუალედში ორი ბურთი გაიტანა, მეტოქეს მომენტები ბოლო წუთებზეც ჰქონდა, თუმცა იბერიამ თავი კარგად დაიცვა, მატჩი 2:2 დასრულდა, ორი მატჩის ჯამში იბერიამ 5:4 მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე იბერიას მეტოქე სლოვაკეთის ჩემპიონი სლოვან ბრატისლავა იქნება.












