ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იბერია სლოვან ბრატისლავას დაუპირისპირდა. პირველი მატჩი თბილისში შედგა და სლოვანის გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
განმეორებით მატჩის პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ანგარიში სლოვაკებმა გახსნეს და უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს.
მეორე ნახევარში სიხარულაშვილმა გაათანაბრა, იბერიამ 3:1 წააგო და ასპარეზობას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გააგრძელებს.
ევროპა ლიგაზე იბერიას მეტოქე ჩრდილოეთ ირლანდიის წარმომადგენელი ლარნე იქნება.












