დასრულდა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი სათამაშო დღის დარჩენილი სამი მატჩი, სადაც 16 გოლი გავიდა.
ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, მიუნხენის ბაიერნი ატალანტას ესტუმრა და მეტოქეს 6-1 მოუგო. 1/4 ფინალის საგზური პრაქტიკურად მადრიდის ატლეტიკომაც გაიფორმა — დიეგო სიმეონეს გუნდმა სახლში ტოტენჰემი 5-2 დაამარცხა.
დაძაბული მატჩი ვიხილეთ ინგლისში, სადაც ნიუკასლმა საკუთარ კედლებში ბარსელონა მიიღო. პირველი გოლი შეხვედრის მიწურულს, 86-ე წუთზე ჰარვი ბარნსმა გაიტანა და მასპინძლები დაწინაურდნენ. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-6 წუთზე კი ლამინ იამალმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში, 1-1 დააფიქსირა.
ნიუკასლი 1-0 ბარსელონა
გოლი: 1-0 ჰარვი ბარნსი (86'), 1-1 იამალი (90+6')
1/8 ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩები 1 კვირაში, 18 მარტს გაიმართება და 1/4 ფინალისტები ოფიციალურად გამოვლინდება.






![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)





