პარის სენ-ჟერმენის დამარცხებისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ, კომენტარი გააკეთა ნახევარფინალური შეხვედრის მთავარმა გმირმა, მატს ჰუმელსმა. შეგახსენებთ, პსჟ-ს კარი სწორედ მან აიღო და ამის გარდა, ორივე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ვეტერანი უკანახაზელი დასახელდა.
"ჩემპიონთა ლიგაზე სულ ხუთი გოლი მაქვს გატანილი. ჩვენ ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრიდან უკვე ვიცოდით, რომ წინსვლა შეგვეძლო, ვიცოდით, რომ ყოველ მატჩში მოვუმატებდით.
ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში. დღეს, აქტიურები ვიყავით და საჩვენოდ კარგად გამოვიყენეთ ის ატმოსფერო, რაც სტადიონზე იყო შექმნილი. ეს იყო ჩვენი წარმატების მთავარი მიზეზი", - განაცხადა გერმანელმა უკანახაზელმა.