მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელები ხშირად ხდებიან კრიტიკის ობიექტები და გამონაკლისი არც რასმუს ჰოილუნდია. საინტერესოა ის, რომ ახალგაზრდა ფორვარდი ერთ-ერთ ქომაგს სოციალურ ქსელში დაუპირისპირდა. დანიელმა შემტევმა წაიკითხა მისი პოსტი, შემდეგ კი ავტორს მიწერა კიდეც.
გულშემატკივარმა დაწერა - "ტენ ჰაგი ჰოილუნდის ტრანსფერის გამო დასაკავებელია. შემდეგ გამოკეტეთ მისი საკანი და გასაღები გადააგდეთ. როდესაც შენს მთავარ ფორვარდს შეუძლია მხოლოდ მეტოქეების ზურგს უკან ყოფნა, ესე იგი დიდი პრობლემები გაქვთ. არსებობს მოსაზრება, რომ რასმუსს იშვიათად აძლევენ პასს, მაგრამ ის არც კი იხსნება.
ბურთის მისვლის მომენტშიც კი, დანიელი თავდამსხმელი მას მომენტალურად კარგავს", - წერს გულშემატკივარი. ადრესატის პასუხმა არ დააყოვნა - "გამარჯობა, მეგობარო. შენი პოსტი ცოტა არ იყოს შემაწუხებელია. გაქვს უფლება გაგაჩნდეს საკუთარი აზრი, მაგრამ ნუ ლაპარაკობ ისეთ საკითხზე, რაც არ იცი. ამით დავასრულოთ".
ბოლო სიტყვა მაინც გულშემატკივარს დარჩა - "ჰოილუნდი მეგობარს მიწოდებს. მე უბრალოდ მინდა, რომ ჩემს გუნდში ძლიერი თავდამსხმელები დაბრუდნენ. 72 მილიონად ნაყიდი ფორვარდის ერთადერთი მიღწევა ინსტაგრამში მიმოწერა არის".