შეხვედრის პირველ ტაიმში მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს და შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავიდნენ — თავი მარტინელმა და ტროსარმა გამოიჩინეს.
მეორე ნახევრის დებიუტში, 47-ე წუთზე, ჯასტინმა აიღო არსენალის კარი, ხოლო 63-ე წუთზე დუბლი გაიფორმა და ანგარიშიც გაათანაბრა. 94-ე წუთზე ტროსარის გოლი ვიხილეთ, ხოლო მე-100 წუთზე ჰავერცმა მატჩს წერტილი დაუსვა და არსენალს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუპოვა. აღსანიშნავია, რომ ლესტერის მეკარემ, მადს ჰერმანსენმა საოცარი მატჩი ჩაატარა და 13 სეივი მიითვალა.
6 მატჩის შემდეგ არსენალს 14 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება, ხოლო ლესტერი 3 ქულით მე-16 პოზიციას იკავებს. მომდევნო ტურში "მეთოფეები" საუთჰემპტონს უმასპინძლებენ, ხოლო "მელიები" ბორნმუთს მიიღებენ.



![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)








