ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო. მიუნხენის ბაიერნმა პირველ ტურში დინამო ზაგრებს უმასპინძლა და მეტოქე არც მეტი, არც ნაკლები 9:2 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ჰარი კეინი გახდა, რომელმაც ხორვატებს 4 გოლი გაუტანა! ამ პოკერის შემდეგ, ჰარი კეინი ჩემპიონთა ლიგაზე ყველა დროის საუკეთესო ინგლისელი ბომბარდირი გახდა.
ჰარი კეინს ჩემპიონთა ლიგაზე 33 გატანილი გოლი მოუგროვდა, საიდანაც 20 მარჯვენა ფეხით გაიტანა, 6 მარცხენა ფეხით, ხოლო 7 თავური დარტყმა იყო.
ბაიერნის 31 წლის ფორვარდმა ამ პოკერით უეინ რუნის გადაასწრო, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე 30 გოლი აქვს გატანილი.
ინგლისელი ფეხბურთელების მონაგარი ჩემპიონთა ლიგაზე:
1. ჰარი კეინი - 33 გოლი;
2. უეინ რუნი - 30 გოლი;
3. რაჰიმ სტერლინგი - 27 გოლი;
4. პოლ სქოულზი - 24 გოლი;
5. ფრენკ ლამპარდი - 23 გოლი;
6. სტივენ ჯერარდი - 21 გოლი;
7. ენდი კოული - 18 გოლი;
8. დევიდ ბექჰემი - 16 გოლი;
9. ფილ ფოდენი - 15 გოლი
10. ტეო უოლკოტი - 15 გოლი;