გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია

+100 კგ. წონით კატეგორიაში, გურამ თუშიშვილი მეორე ადგილზე გავიდა - ქართველი ძიუდოისტი ფინალში სამხრეთ კორეელ კიმთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
აღნიშნული ვერცხლით, გურამ თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატებზე მედლების კომპლექტი შეკრა - მის ანგარიშზე თითო ოქროს (2018 წელი), ვერცხლის (2022 წელი) და ბრინჯაოს (2024 წელი) მედალია.
ამრიგად, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ინდივიდუალურ შეჯიბრში გამოსვლა დაასრულა და მოპოვებული 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლის გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა - პირველ ადგილი (2 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო) იაპონიამ დაიკავა.
ხვალ, 2024 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი გუნდური შეჯიბრით დასრულდება, სადაც საქართველოს ქალთა და ვაჟთა გაერთიანებული ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს პირველი მეტოქე უნგრეთსა და მონღოლეთს შორის გამარჯვებული იქნება.









