ალვარო მორატამ დაასახელა მწვრთნელი, ვინც მისი აზრით მომავალში ტოპ გუნდში აუცილებლად აღმოჩნდება. ვეტერანი თავდამსხმელი ასეთ სპეციალისტად სესკ ფაბრეგასს თვლის. შეგახსენებთ, ახალგაზრდა დამრიგებელმა კომო გაიყვანა ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე, რომელზეც მისმა გუნდმა სადებიუტო შეხვედრაში ლაიპციგი გაანადგურა.
"ფაბრეგასი ფანტასტიური მწვრთნელია. დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ, რაც ის დაამთავრებს თავის საქმეებს კომოში, შემდეგ, ტოპ გუნდში აღმოჩნდება. დიახ, სესკი დიდი გამოწვევებისთვის მზადაა. ჭკვიანი სპეციალისტია, რომელმაც თავის დროზე გუარდიოლასთან, მოურინიოსთან და კონტესთან იმუშავა.
ვფიქრობ, "ბიანკობლუს" ამჟამინდელი მწვრთნელი მათი თანამედროვე ნაზავია. მან თითოეული მათგანისგან საუკეთესო თვისებები აიღო. მოხარული ვარ, რომ კარიერის მანძილზე ფაბრეგასთან მუშაობის ბედნიერება მქონდა. მადლობა მას ყველაფრისთვის", - განაცხადა ესპანელმა ფორვარდმა.













