ქუთაისის ტორპედოს შემდეგ, წლევანდელ ევროტურნირებზე გამოსვლა გორის დილამაც ნაადრევად დაასრულა.
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვის შემდეგ, დილა კვიპროსულ აპოლონს დაუპირისპირდა.
პირველი შეხვედრა გორში შედგა, სადაც მასპინძლები უშანსოდ, 4:0 დამარცხდნენ. დღეს გამართულ განმეორებით მატჩში კი აპოლონმა 3:0 მოიგო და მეტოქე ორი მატჩის ჯამში 7:0 დაამარცხა.
ამჟამად, ევროტურნირებს ორი ქართული კლუბი შემორჩა - დინამო თბილისი ახლოსაა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლასთან, მოქმედი ჩემპიონი იბერია კი ხვალ სლოვანთან განმეორებით მატჩს გამართავს.












