კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს სან მარინოს ვირტუსი და გორის დილა დაუპირისპირდნენ.
მოგეხსენებათ, ერთი კვირის წინ გორში ჩატარებული შეხვედრა გორელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
თითქოს, დილას სტუმრადაც ადვილი გასეირნება უნდა ჰქონოდა, თუმცა ასე არ გამოდგა, რადგან მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ.
ეს უპირატესობა გორელთა მოთამაშის გაძევებასა და გოლში გადაიზარდა. ვირტუსმა ანგარიში გახსნა, მაგრამ სასურველი შედეგის მისაღწევად დრო აღარ ეყო, 1:0 მოიგო და ასპარეზობას გამოეთიშა.
მატჩის გმირი დავით კერესელიძე იყო. გორელთა მეკარემ 8 სეივი გააკეთა და საუკეთესო მოთამაშე გახდა.












