სერხიო რამოსი თებერვლის დასაწყისში გადავიდა მონტერეიში და მან აღნიშნული გუნდის შემადგენლობაში ხუთ შეხვედრაში უკვე სამი გოლის გატანა მოასწრო. ესპანელი უკანახაზელის ანგარიშზე საერთო ჯამში არის 145 ბურთი: საკლუბო დონეზე მან შეაგდო 122 გოლი, ეროვნულ გუნდში კი 23.
ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი მცველების სიაში ნუევო ლეონელების კაპიტანი ამ დროისთვის არის მეხუთე ადგილზე და იმის გათვალისწინებით, რომ ის არის მოქმედი მოთამაშე, არაა გამორიცხული, რომ კარიერის ბოლომდე რამდენიმე პოზიციით დაწინაურდეს. 38 წლის უკანახაზელი ყველაზე ახლოს არის ლორან ბლანთან, რომელმაც 153 ბურთის შეგდება მოასწრო.
როგორც ვხედავთ, "ლოს ალბიასულესის" 93-ე ნომერს კიდევ სჭირდება ცხრა გოლის გატანა ფრანგი ვეტერანი ცენტრალური მცველის ადგილის დასაკავებლად. რაც შეეხებათ დანარჩენებს, სამეული გამოიყურება ასე: რონალდ კუმანი (253 ბურთი), დანიელ პასარელა (175 ბურთი), ფერნანდო იერო (163 ბურთი).
1. რონალდ კუმანი - 253 გოლი
2. დანიელ პასარელა - 175 გოლი
3. ფერნანდო იერო - 163 გოლი
4. ლორან ბლანი - 153 გოლი
5. სერხიო რამოსი - 145 გოლი