იტალიის სერია ა-ს მეხუთე ტური კალიარი-ემპოლის მატჩით გაიხსნა, სადაც გამარჯვება სტუმარ გუნდს დარჩა, 0:2. რობერტო დ'ავერსას გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო საბა გოგლიჩიძეც, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა და კარგი თამაშიც შემოგვთავაზა.
20 წლის ქართველმა ცენტრალურმა მცველმა სერია ა-ს ამ სეზონში უკვე მესამე შეხვედრა ჩაატარა. ემპოლის ამ გამარჯვების შემდეგ 9 ქულა მოუგროვდა და ლაივ ცხრილში მე-3 პოზიციაზე დაწინაურდა.