Globe Soccer Awards 2024 — გამარჯვებულები ცნობილია

2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელი Globe Soccer-ის აზრით მადრიდის რეალის და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემტევი, ვინისიუს ჯუნიორი გახდა.
Globe Soccer Awards 2024-ის გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიაში:
საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი — ვინისიუს ჯუნიორი (რეალი)
საუკეთესო ქალი ფეხბურთელი — აიტანა ბონმატი (ბარსელონა)
საუკეთესო მთავარი მწვრთნელი — კარლო ანჩელოტი (რეალი)
საუკეთესო ფეხბურთელი ახლო აღმოსავლეთში — კრიშტიანუ რონალდუ (ალ-ნასრი)
საუკეთესო მთავარი მწვრთნელი ახლო აღმოსავლეთში — ჟორჟე ჟესუსი (ალ-ჰილალი)
საუკეთესო მამაკაცთა კლუბი — რეალი
საუკეთესო ქალთა კლუბი — ბარსელონა
საუკეთესო ნახევარმცველი — ჯუდ ბელინგემი (რეალი)
საუკეთესო თავდამსხმელი — ვინისიუს ჯუნიორი (რეალი)
საუკეთესო აგენტი — ჟორჟე მენდეში







