უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა უნგრეთი უშანსოდ, 3:0 დაამარცხა. ამ შეხვედრის მიმდინარეობისას დომინიკ სობოსლაი და არდა გიულერი ერთმანეთს სიტყვიერად რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. მხარეებს შორის კონფლიქტი თამაშის შემდეგაც გაგრძელდა, კერძოდ სოციალურ ქსელებში.

დომინიკ სობოსლაი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს გამოეხმაურა, სადაც არდა გიულერის გაჩუმების ჟესტი ჩანს და კომენტარებში - "1088" დაწერა, რითაც თურქი ფეხბურთელის სათამაშო დროზე ყურადღება გაამახვილა.

უნგრელი ფეხბურთელის კომენტარი უპასუხოდ არც არდა გიულერმა დატოვა:
"ეს ბიჭი სასაცილოა. ნუთუ 6 გოლი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ მოკეტო?" - დაწერა თურქმა ფეხბურთელმა ინსტაგრამზე. თურქეთმა ზუსტად 6 გოლი გაუტანა უნგრეთს ორმატჩიან დაპირისპირებაში, რითაც A დივიზიონში დაწინაურდა.