ოფიციალურად: თურქულმა გიოზთეფემ საქართველოს ნაკრებისა და გუნდის მეკარის, ლუკა გუგეშაშვილის შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
კლუბის ცნობით, ფეხბურთელის წინააღმდეგ დისციპლინური პროცესი დაიწყო გუშინ საღამოს გაზიანთეფთან გამართული მატჩის შემდეგ მომხდარი მოვლენების გამო. დისციპლინური პროცესის დასრულებამდე გუგეშაშვილი პირველ გუნდთან ერთად აღარ ივარჯიშებს და თანაგუნდელებისგან განცალკევებით მოემზადება.
როგორც ცნობილია, შეხვედრის შემდეგ გუგეშაშვილმა სოციალურ ქსელ Instagram-ზე გულშემატკივრებს მიმართა, რასაც კლუბის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილება მოჰყვა.
გიოზთეფეს ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია. უცნობია, კონკრეტულად რა სანქცია დაეკისრება ქართველ ფეხბურთელს დისციპლინური პროცესის დასრულების შემდეგ.
Kamuoyunun Bilgisine
— Göztepe Spor Kulübü (@Goztepe) September 8, 2026
Profesyonel Futbol A Takımı oyuncumuz Luka Gugeshashvili hakkında, dün akşam oynanan Gaziantep FK karşılaşması sonrasında yaşanan olaylar nedeniyle kulübümüz tarafından disiplin süreci başlatılmıştır.
Disiplin süreci sonuçlanana kadar oyuncumuz, takımdan… pic.twitter.com/2TkgLl3PPQ












