გიორგი შერმადინი ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალში ითამაშებს

ტენერიფეს წარმატებაში, ქართველმა ცენტრმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. შერმადინი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 23:35 წუთი გაატარა, რა დროშიც 7-დან 5 ორქულიანი და 3-დან 2 ორიანი ჩააგდო. შერმადინის ანგარიშზე 12 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დაგროვდა. ქართველზე მეტი ქულა (13) მარსელინიო ჰუერტასმა ჩააგდო.
ოთხთა ფინალი 26 და 28 აპრილს სერბეთის დედაქალაქ, ბელგრადში გაიმართება. ერთ წყვილში ესპანური გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, უნიკახა მურსიას 26 აპრილს ეთამაშება. ამავე დღეს შერმადინის ტენერიფე ბერძნულ პერისტერს შეხვდება, რომელმაც მეოთხედფინალიდან მოულოდნელად მოქმედი ჩემპიონი, გერმანული ბონი გამოაგდო.







