საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ლიეტუვას ესტუმრა, ფავორიტის სტატუსი გაამართლა და მეტოქე 2-0 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში ორივე გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა — ქართველმა ფორვარდმა 70-ე წუთზე თერთმემეტრიანი დარტყმით გახსნა ანგარიში, ხოლო 84-ე წუთზე დუბლი გაიფორმა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
ლიეტუვა 0-2 საქართველო
გოლები: 0-1, 0-2 გიორგი მიქაუტაძე (70', 84')
ამრიგად, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მარტის სანაკრებო პაუზის დროს ორი ამხანაგური მატჩიდან ერთი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა. შეგახსენებთ, რომ 3 დღის წინ, ვილი სანიოლის გუნდმა თბილისში ისრაელს უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა.






![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)





