ESPN-მა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის სიმბოლური თერთმეტეულში შეადგინა, სადაც საქართველოს ნაკრების შემტევი, გიორგი მიქაუტაძეც მოხვდა.
გიორგი მიქაუტაძემ თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა და პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით ევროპის ჩემპიონატზე გოლი გაიტანა.
როგორც მოსალოდნელი იყო, სიმბოლურ თერთმეტეულში ყველაზე მეტი, 3 ფეხბურთელი, გერმანიიდან მოხვდა. შეგახსებებთ, რომ გახსნით შეხვედრაში მან შოტლანდია 5:1 გაანადგურა.
პირველი ტურის სიმბოლური თერთმეტეული კი ასე გამოიყურება:
მეკარე: სიმონი (ესპანეთი);
მცველები: კიმიხი (გერმანია), დრაგუშინი (რუმინეთი), კრისტენსენი (დანია), აკე (ნიდერლანდები);
ნახევარმცველები: კანტე (საფრანგეთი), ფაბიან რუისი (ესპანეთი), კროოსი (გერმანია);
თავდამსხმელები: გაკპო (ნიდერლანდები), მიქაუტაძე (საქართველო), მუსიალა (გერმანია);