ლა ლიგაში გამართული შეხვედრა ვალენსიასა და სევილიას შორის, საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა გოლი ვერცერთმა გუნდმა ვერ გაიტანა და შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა.
"ღამურების" ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელიც დამაჯერებლად იცავდა კარს.
მამარდაშვილს ბევრი საქმე არ ჰქონია, თუმცა ერთი "სეივი" გააკეთა და ლა ლიგაში მორიგი მშრალი მატჩი მიითვალა აქტივში.
25 ტურის შემდეგ, ვალენსიას 36 ქულა აქვს, მე-8 პოზიციაზეა და ევროტურნირებზე გასასვლელად იბრძვის.